9:00 PM “იუვემ” პირლოსთან მოლაპარაკება ზამთრამდე გადადო | |
![]() მომავალ ზაფხულს, ნახევარმცველი სავსებით შესაძლებელია თავისუფალი აგენტი გახდეს. 34-წლის იტალიელმა ნახევარმცველმა, ანდრეა პირლომ "იუვენტუსის” რიგები 2011-წელს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეავსო, და "ბებერ ქალბატონს” "სკუდეტოს” ზედიზედ ორჯერ მოგებაში დაეხმარა. მომავალ ზაფხულს, ფეხბურთელს ტურინულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი ეწურება, და, იტალიური პრესის ინფორმაციით, ჯერჯერობით, მხარეები ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებები გამართვას არ აპირებენ. იტალიელ ექსპერტთა ვარაუდით, "იუვენტუსი” 2013-წლის დასრულებამდე მოიცდის, შემდეგ კი, ანდრეას ტურინში დარჩენასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას მიიღებს. "რასაკვირველია, კარიერას გავაგრძელებ. თუმცა, ჯერ ვერ ვიტყვი, სად. "იუვენტუსი” – ჩემი პრიორიტეტია, მაგრამ არ მინდა ვინმეს ტვირთად დავაწვე და შემადგენლობაში მხოლოდ იმის გამო ჩავირიცხო, რომ ჩემი გვარი პირლოა”, – აცხადებს ფეხბურთელი. "მინდა ჩემი მნიშვნელობა გუნდის შედეგებზე ავსახო და მის საჭირო ნაწილად ვიქცე. თუ ეს არ მელოდება, მაშინ წავალ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამავდროულად მინდა ხაზი ერთ მნიშვნელოვან საკითხსაც გავუსვა – კლუბებთან უფრო სარფიანი კონტრაქტის მიღებაზე არ "ვივაჭრებ”. "თუ "იუვენტუსს” ვერ შევუთანხმდებით, დიდი ალბათობით, სათამაშოდ საზღვარგარეთ წავალ. ასე თუ ისე, კარიერას იმ გუნდთან ერთად გავაგრძელებ, რომელიც უმაღლეს დონეზე ასპარეზობს”, – დაასრულა გამოცდილმა ფეხბურთელმა. წყარო: Tuttosport | |
|
სულ კომენტარები: 0 | |