12:14 PM
"იუვე" "რეალს" ბეილში შეეცილება



"ტოტენჰემის" ნახევარმცველს კიდევ ერთი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა, ტურინის "იუვენტუსის" სახით.

"დეზების" თავკაცს, ანდრე ვილაშ-ბოაშს დიდი სურვილი აქვს გუნდის ლიდერის შენარჩუნების, თუმცა კარგი წინადადების შემთხვევაში კლუბი გარეტ ბეილის გაშვების წინააღმდეგი არაა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის "რეალი" ზამთრის სატრანსფერო ფანრჯის დროს შეეცდება უელსელის გადმობირებას. თავად ფეხბურთელმა კი ცოტა ხნის წინ განაცხადა, ინგლისის პრემიერ ლიგის დატოვების არ მეშინია და სიამოვნებით მოვსინჯავდი ძალებს სხვაგან, თუ, რა თქმა უნდა, პირობებეი დამაკმაყოფილებდაო.

ახლ Daily Express იუწყება, რომ "რეალის" მთავარი მეტოქე ბეილისთვის ბრძოლაში იქნება "იუვენტუსი", რომელსაც ასევე შეუძლია ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაში თამაში და კარგი კონტრაქტი შესთავაზოს.
 
ნანახია: 271 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: