11:54 AM
"იუნაიტედი": ვიდიჩს ყველაფერი წესრიგში აქვს, იანგს კი უმნიშვნელო ტრავმა აღენიშნება



ნემანია ვიდიჩმა და ეშლი იანგმა ტრავმები მიიღეს პრემიერლიგის გასულ მატჩში, სადაც "წითელი ეშმაკები" "ლივერპულს" დაუპირისპირდა.

იანგს პრობლემები აქვს მუხლთან დაკავშირებით. ინგლისელმა მატჩის პირველ ნახევარში მიიღო ტრავმა და შესვენებაზე დატოვა მოედანი. რაც შეეხება სერბ მცველს, მან თავში დარტყმა მიიღო და მუხლზეც იგრძნო უმნიშვნელო ტკივილები.

თუმცა, იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ყველა დააწყნარა:

"ვიდის მუხლზე არაფერი არ სჭირს. სერბმა გუშინ ივარჯიშა გუნდთან ერთად და მას ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. რაც შეეხება იანგს, ინგლისელს არ აქვს სერიოზული დაზიანება, მაგრამ სავარაუდოდ, შემდეგ ტურში, "ტოტენჰემის" წინააღმდეგ მატჩის გამოტოვება მოუწევს.
 


ნანახია: 266 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: