9:03 PM “იუნაიტედი” რანოკიათი ინტერესდება? | |
"მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები შესაძლოა უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "ინტერის” მცველის გადაბირებას ეცადონ. 25 წლის ფეხბურთელისთვის, მიმდინარე სეზონი საუკეთესო არ ყოფილა, იმის გათვალისწინებით, რომ მას ბევრი დაზიანება ჰქონდა და "ნერაძურიმ” იტალიის ჩემპიონატში მეცხრე ადგილი დაიკავა. Talk Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დევიდ მოიესი ანდრე რანოკიას მომდევნო სეზონში "წითელ ეშმაკთა” შემადგენლობაში ხედავს, სადაც მას უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გასამართ შეხვედრებში, მონაწილეობის მიღება შესაძლებლობა ექნება. წყაროზე დაყრდნობით, ამ ფეხბურთელის გადაბირებით აგრეთვე ტურინის "იუვენტუსის” ხელმძღვანელებიც არიან დაინტერესებულნი. აქვე გეტყვით იმასაც, რომ რანოკია "ინტერის” რიგებს 2011 წელს, "ჯენოადან” 16 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ შეუერთდა. წყარო: Talk Sport ![]() | |
|
სულ კომენტარები: 0 | |