12:56 PM იტალიაში სატრანსფერო ფანჯარა 2 სექტემბერს დაიხურება | |
![]() სერია ა-ს კლუბებს ფეხბურთელების შეძენისათვის დრო იმაზე უფრო მეტი ექნებათ, ვიდრე ერთი წლის წინ. ვარაუდობენ, რომ მომდევნო კვირაში იტალიის ფეხბურთის ფედერაცია რიგ დებულებებს განიხილავს, რომლებიც კლუბებსა და თავისუფალ აგენტებს შორის კონტრაქტების გაფორმებას უკავშირდება. ასე რომ, თუ არანაირი უთანხმოება არ გაჩნდება, იტალიაში სატრანსფერო ფანჯარა არა 31 აგვისტოს, როგორც გასულ წლებში, არამედ 2 სექტემბერს დაიხურება. ეს კლუბებს იმაში დაეხმარება, რომ იმ ფეხბურთელის შემცვლელი იპოვნოს, რომელიც სხვა ჩემპიონატში დედლაინის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე გადაბარგდა. გარდა ამისა, იმ ფეხბურთელებს, რომლებიც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობენ, კლუბებთან კონტრაქტის გაფორმება სეზონის მთელი პირველი ნახევრის განმავლობაში შეეძლებათ, მათთვის სატრანსფერო ფანჯარა კი 2 თებერვალს დაიხურება. არ შეიცვლება მხოლოდ არენდული ხელშეკრულებების პირობები – როგორც ადრე, იტალიური კლუბები ფეხბურთელებს დროებით გადაბარგებაზე მხოლოდ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე შეეძლებათ. წყარო: Football Italia | |
|
სულ კომენტარები: 0 | |