9:21 PM ისტორიული შეცდომა: “რეალს” ნეიმარის ყიდვა 60 ათას ევროდ შეეძლო!!! | |
მადრიდულ გრანდს შორეულ წარსულში ბრაზილიელი ფორვარდის ხელში ჩაგდების საოცარი შესაძლებლობა ჰქონდა. შეგახსენებთ, ამ ზაფხულს, ვუნდერკინდი "ბარსელონაში” გადაბარგდა, თუმცა, დიდი ხნის განმავლობაში, ევროპული პრესა ავრცელებდა ჭორებს იმის შესახებ, რომ მისი შეძენით "თეთრებიც” ინტერესდებოდნენ და "რეალის” ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რათა ბრაზილიელი ტალანტი ხელში ჩაეგდო. AS-ის ჟურნალისტებმა ნეიმარის საარქივო დოკუმენტები აღმოაჩინეს, სადაც 2005-წელს, მადრიდში ნეიმარის ორკვირიანი ვარჯიშიცაა აღნიშნული. მაშინ, "რეალს” 14-წლის ბიჭის შეძენა კაპიკების სანაცვლოდ შეეძლო – სულ რაღაც 60 ათას ევროდ. მადრიდელების მაშინდელმა სპორტულმა დირექტორმა, კარლოს მარტინეს დე ალბორნოსმა კი ჩათვალა, რომ პატარა ბიჭში ამხელა თანხის გადახდა გაუმართლებელი იქნებოდა. წყარო: AS.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |