8:22 AM ისკო: “ჩემს ძაღლს მესი დავარქვი, რადგან იგი მსოფლიოში საუკეთესოა” | |
![]() მადრიდის "რეალის” ახალწვეულმა ფეხბურთელმა, საკუთარი პირადი ცხოვრების მცირეოდენი დეტალი გაგვიმხილა. მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ, "სამეფო კლუბმა” "მალაგას” ყოფილ ნახევარმცველთან, კონტრაქტზე მოაწერა ხელი. ამ ფაქტს, ევროპაში გამოხმაურება მოჰყვა. იგი საკუთარი კარიერის ასეთი განვითარებით ძალიან კმაყოფილია, თუმცა როგორც ჩანს, საუკეთესო ფეხბურთელის საკითხში, იგი "რეალის” გულშემატკივრებს არ ეთანხმება. მომდევნო სეზონის დაწყების წინ, ისკომ ლაბრადორის ჯიშის ძაღლი შეიძინა. ცხოველის მან სახელი "ბარსელონას” არგენტინელი ვარსკვლავის საპატივცემულოდ დაარქვა. "ჩემს ახალ ძაღლს მესი დავარქვი, რადგან იგი მსოფლიოში საუკეთესოა. ვფიქრობ, ჩემი ძაღლი ასევე საუკეთესოა მთელ დედამიწაზე”, – განაცხადა ახალგაზრდა ესპანელმა გარემარბმა. წყარო: Goal.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |