საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე 31 ოქტომბერს იწყება. ერთ-ერთი საინტერესო შეხვედრა "დინამო არენაზე" შედგება, სადაც თბილისის "დინამო" რუსთავის "მეტალურგს" დაუპირისპირდება. პირველი წრის ლიდერთან შეხვედრის წინ Geosports.ge რუსთაველთა ფეხბურთელს ირაკლი სიხარულიძეს ესაუბრა.
- საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრე იწყება. თამაში ჩემპიონატის ლიდერ თბილისის "დინამოსთან" გიწევთ, როგორი განწყობაა გუნდში ამ პრინციპული მატჩის წინ?
- მოგეხსენებათ, წინა ტურში ზუგდიდში წავაგეთ და ცხრილში მეშვიდე ადგილამდე დავქვეითდით. მომდევნო თამაშში კი მაქსიმუმს გავაკეთებთ და "დინამოსთან" მხოლოდ 3 ქულის მოსაპოვებლად ვიბრძოლებთ. ამ შეხვედრისთვის ვემზადებით და თავს არ დავზოგავთ მიზნის მისაღწევად.
- ნელ-ნელა უბრუნდები ოპტიმალურ ფორმას, გოლების გატანასაც მოუხშირე და გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც ჩამოყალიბდი. რა არის შენი მიზანი მიმდინარე სეზონში?
- გუნდის მიზანია, შევძლოთ და საქართველოს ჩემპიონატი მოწინავე პოზიციაზე დავასრულოთ, რათა გუნდმა მოახერხოს ევროთასებზე გასვლა. ჩემი მიზანი კი, რაც შეიძლება მეტი გოლის გატანაა.
- გუნდში მოხდა ცვლილებები, კერძოდ, მთავარი მწვრთნელი შეგეცვალათ. როგორი განწყობაა და რამდენად დიდია მწვრთნელის ფაქტორი?
- ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ, აქცენტი ძირითადად შეტევით ტაქტიკაზე კეთდება და რაც შეიძლება დიდ ხანს ბურთის ფლობაზე. ვცდილობთ წინა ტურებში დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ და მომდევნო თამაშებში უკეთესი შედეგები ვაჩვენოთ. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, ოპტიმისტური.
- შემტევი ტაქტიკა ანუ გუნდი აპირებს ორი თავდამსხმელით თამაშზე გადასვლას?
- ეგ უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტია.
- ჟორჟიკაშვილის წასვლასთან დაკავშირებით რისი თქმა შეგიძლია. კარგი ურთიერთობა გქონდა მასთან?
- ბატონ კობასთან მასთან კარგი ურთიერთობა მქონდა და იმედია, მისი წასვლა გუნდის შედეგზე ცუდად არ აისახება...
- ამბობ, რომ გუნდი ევროთასებზე მოსახვედრად იბრძოლებს, ამისათვის საჭიროა მოხვდეთ ოთხეულში, რამდენად დიდია ამის შანსი და ვის მიიჩნევთ მთავარ კონკურენტად?
- ჯერ პირველი წრე მორჩა და ამაზე საუბარი ნაადრევია. მომდევნო თამაშები კი გვაჩვენებს ვის რა შეუძლია და რეალურად ვინ რომელი საფეხბურისთვის იბრძოლებს.
- და ბოლოს, ისევ მომავალ მეტოქეზე გკითხავ. რამდენიმე წლის წინ თამაშობდი თბილისის "დინამოშ". თუ ხედავ განსხვავებას მაშინდელ და დღევანდელ "დინამოს" შორის და როგორ აფასებ შენი გუნდის შანსებს მომავალ მატჩში?
- განსხვავება, რა თქმა უნდა, დიდია მაშინდელ და დღევანდელ "დინამოს" შორის. ამ გუნდში ბევრი რამ შეიცვალა დადებითის მხრივ. მათ ძალიან კარგ პირობებში უწევთ მომზადება, რადგან ბაზაზე კარგი პირობები აქვთ. რაც შეეხება ჩვენს დაპირისპირებას შანსები 50/50.