7:12 PM
ირაკლი ძარია: "გულშემატკივარი ჩვენგან მხოლოდ გამარჯვებას ელის

უმაღლესი ლიგის მეთერთმეტე ტურში თბილისის "დინამო" "ზესტაფონს" უმასპინძლებს. 27 ოქტომბერს გასამართი მატჩის წინ კომენტარი ექს-ზესტაფონელმა, ირაკლი ძარიამ გააკეთა.

"შეიძლება ითქვას, რომ მე როგორც ფეხბურთელი ზესტაფონში ჩამოვყალიბდი. ამ გუნდში ხუთი წელი ვითამაშე, თუმცა დღეს დინამოს მაისურით ვთამაშობ და თანაგუნდელებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რათა ჩემს გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო", -განაცხადა ძარიამ.

"იქიდან გამომდინარე, რომ ზესტაფონი უშუალო კონკურენტია, მომავალ შეხვედრაში მათთან მოპოვებული გამარჯვება მნიშვნელოვანი იქნება. გულშემატკივარი ჩვენგან მხოლოდ გამარჯვებას ელის, იმედი მაქვს მომავალ საშინაო თამაშს მოვიგებთ და დინამოს ერთგულ გულშემატკივარს გავახარებთ".
 

წყარო: fcdinamo.ge

ნანახია: 570 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ირაკლი ძარია: გულშემატკივარი ჩვენგა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: