11:13 AM იოზილის “არსენალში” გადასვლის მიზეზი ეს ქალი ყოფილა! | |
![]() მსოფლიო ფეხბურთში აქტიურად იდგა ერთი შეკითხვა: რატომ აღარ დასჭირდა "რეალს” უეცრად ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელი, როგორიც მესუთ იოზილია. მედიამ ეძია, ეძია და მიაგნო პასუხს, თუმცა ,რამდენად მართალია, თქვენ განსაჯეთ. დღეს ერთბაშად ორმა გაზეთმა (ესპანური El Mundo Deportivo და იტალიური Corriere dello Sport) საინტერესო მასალა გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ მესუთის "რეალიდან” წასვლა ვენესუელი მოდელის იადა იესპიკასადმი უსაზღვრო ინტერესმა გამოიწვია. იოზილის სიყვარული მოდელისადმი იმდენად დიდი იყო, რომ "რეალ მადრიდის "ხელმძღვანელობას” სხვა გზა არ ჰქონდა. გამოცემის თანახმად, იოზილი ყოველ ორ კვირაში 18 ათასს ხარჯავდა თვითმფრინავზე, რათა მილანში ან პარიზში ჩასულიყო მის სანახავად. ფეხბურთელის ეს მოგზაურობები ცუდად ისახებოდა მის თამაშზე, რის გამოც მადრიდულმა კლუბმა თურქ-გერმანელთან განშორება გადაწყვიტა – წერს კატალონიური გაზეთი El Mundo Deportivo. იმავე გაზეთის ინფორმაციით, იესპიკა ლონდონში გადაბარგდება, რათა მესუთთან ახლოს იყოს! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |