9:01 PM
იოზილი: “თუ ნდობას არ გამომიცხადებენ, მაშინ “არსენალის” დატოვებაც მომიწევს”






გერმანელმა ნახევარმცველმა "არსენალში” გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

"ჯერ კიდევ გასულ უქმეებზე დარწმუნებული ვიყავი, რომ "რეალში” დავრჩებოდი, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ მწვრთნელი და კლუბის ხელმძღვანელობა არ მენდობოდნენ”.

"მე ის ფეხბურთელი ვარ, რომელსაც ნდობა სჭირდება, სწორედ ამიტომ, "არსენალში” გადაბარგების გადაწყვეტილება მივიღე”.

"სულმოუთმენლად ველოდები ახალ გამოწვევას. გავიგე, რომ "მეთოფეებს” უბრალოდ წარმოუდგენელი ფანები, შესანიშნავი ქალაქი და ფანტასტიკური გუნდი ჰყავთ”.

"ვენგერმა მითხრა, რომ ჩემი სჯერა და საფეხბურთო თვალსაზრისით, გაზრდის შესაძლებლობას მომცემს. ვიცი, რომ შესანიშნავი ფეხბურთელი ვარ, მაგრამ მხარდაჭერა მჭირდება, მხოლოდ ასე მოვახერხებ ჩემი საუკეთესო თამაშის ჩვენებას, თუ ნდობას არ გამომიცხადებენ, მაშინ "არსენალის” დატოვებაც მომიწევს”, – განაცხადა იოზილმა.

წყარო: Football Espana



ნანახია: 283 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: