9:44 AM იოზილი: “ყველაზე მთავარი ისაა, რომ ვენგერს ჩემი სჯერა” | |
![]() გერმანელმა ნახევარმცველმა იმასთან დაკავშირებით ისაუბრა, თუ რატომ აირჩია სწორედ "არსენალი”. მესუთ იოზილი ლონდონურ კლუბში სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს "არსენალისთვის” რეკორდულ თანხად გადაბარგდა. "არსენალი” იმიტომ ავირჩიე, რომ ინგლისის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, არსენ ვენგერი კი – მსოფლიო დონის მენეჯერი. ის ამის დამტკიცებას მრავალი წელია, რაც ახერხებს. ბრწყინვალე შეგრძნება მაქვს, და სულმოუთმენლად ველი ახალ კლუბში პირველი მატჩების ჩატარებას”. "ყველაზე მთავარი ისაა, რომ არსენ ვენგერს ჩემი სჯერა. საკუთარი პოტენციალის ჩვენება და მოედანზე სიამოვნების მიღება მსურს. ვფიქრობ, შემიძლია გუნდს ჩემი ქმედებებით დავეხმარო”. "ვენგერს ტელეფონით ვესაუბრე და მან საკუთარი ხედვა გამიზიარა, თუ რას ფიქრობს ჩემზე. მან დამარწმუნა და სწორედ ამიტომ ვარ ახლა "არსენალში”. ვფიქრობ, გუნდის სტილს შესანიშნავად მოვერგები. ტიტულების მოგება გვსურს. ვფიქრობ, გულშემატკივრები ამას სულმოუთმენლად ელიან”, – განაცხადა იოზილმა. წყარო: Arsenal.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |