6:34 PM იოზილი ფინალისთვის მზად იქნება | |
![]() "რეალის” ნახევარმცველი, რომელმაც "მალაგას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო, ძალიან მალე მოედანზე დაბრუნებას კვლავ შეძლებს. გუშინ მესუთ იოზილმა ლა ლიგის ეგიდით, "მალაგასთან” გამართული შეხვედრის ბოლომდე ჩამთავრება ვერ მოახერხა, სადაც "ბლანკოსმა” მეტოქე ანგარიშით 6:2 გაანადგურა. დაპირისპირების მიწურულს "რეალის” პლეიმეიკერმა ტერფი დაიზიანა და მოედანი მედიკოსების დახმარების გარეშე ვერ დატოვა. მადრიდელებმა კი, თავის მხრივ, მატჩი კაცნაკლულებმა დაასრულეს, რადგან გუნდის მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს ყველა ცვლილება გამოყენებული ჰქონდა. თუმცა, როგორც წინასწარმა სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, იოზილმა სერიოზული დაზიანება თავიდან აიცილა. სრული სურათი უფრო სრულყოფილი ტესტების გავლის შემდგომ გამოჩნდება, თუმცა "სამეფო კლუბის” სამედიცინო შტაბს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ მესუთი სამეფო თასის ფინალში მოედანზე გასვლას შეძლებს, რომელიც 17 მაისს მადრიდში, "სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |