8:43 PM
იოზილი, არშავინი და კიდევ 11 ყველაზე ძვირი ტრანსფერი “არსენალის” ისტორიაში




პერ მერტეზაკერი 2 წლის წინ "მეთოფეებმა” "ვერდერისგან” 10 მილიონ ფუნტად იყიდეს.

მიკელ არტეტამ "ევერტონი” "არსენალზე” 2011 წელს გაცვალა. ლონდონელებს ეს საქმე 10 მლნ ფუნტი დაუჯდათ.

ლორან კოშელნი "არსენალში” საფრანგეთიდან გადმოვიდა (როგოც თითქმის ყველა). მისი ტრანსფერიც 10 მლნ ფუნტი იყო.

ტომას ვერმალენი "აიაქსიდან” გადმოვიდა. ისიც 10 მლნ ფუნტის სანაცვლოდ.

ლეგენდარული ტიერი ანრი 1999 წელს "იუვენტუსიდან” 10.5 მლნ ფუნტად გადმოვიდა.

ჟერვინიო ლონდონში ორი წლის წინ "ლილიდან” გადმოვიდა. ფასი – 10.6 მლნ ფუნტი.

ალექსანდრ გლები არსენ ვენგერმა შტუტგარტში მოძებნა და 11.2 მილიონ ფუნტსაც შეელია.

ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი "არსენალს” "საუტჰემპტონიდან” შეუერთდა, როცა ის მხოლოდ 17 წლის იყო. ტრანსფერის ფასი – 12 მლნ ფუნტი.

სამირ ნასრი "მარსელიდან” 12 მლნ ფუნტის სანაცვლოდ გადმოვიდა.

ხოსე ანტონიო რეიესი ვენგერმა 2004 წელს "ატლეტიკოდან” 13 მილიონ ფუნტად იყიდა.

სილვიენ ვილტორი "მეთოფეებს” 2000 წლის ზაფხულში შეუერთდა. მასშიც 13 მლნ ფუნტი გადაიხადეს.

ანდრეი არშავინი 2009 წელს "ზენიტიდან” "არსენალში” 15 მლნ ფუნტად გადავიდა.

"არსენალმაა” ცოტა ხნის წინ მესუთ იოზილი "რეალ მადრიდიდან” 42.5 მილიონ ფუნტად გადმოიყვანა.

ნანახია: 301 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: