გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი, მესუთ იოზილი მიიჩნევს, რომ კრიტიკა არ სჭირდება.
"არ მჭირდება კრიტიკა იმისთვის, რომ საკუთარი თამაში გავაუმჯობესო. ფეხბურთს იმისთვის არ ვთამაშობ, რომ ვინმეს რამე დავუმტკიცო. არაფრის დამტკიცება არ მჭირდება. უბრალოდ ფეხბურთს ვთამაშობ", -ციტირებს იოზილის სიტყვებს Bild-ი.
"ჩემის მხრივ, კრიტიკა არ დამიმსახურებია. თუმცა, ალბათ შეჩვევა მომიწევს.მე მგონი, ესპანელი ჟურნალისტები ზედმეტად მკაცრები არიან".
"ინტერესი "ემიუს" მხრიდან? - ამის შესახებ არაფერი ვიცი. არ არსებობს მიზეზი, რომელიც "რეალიდან" წასვლის სურვილს გამიჩენს", -დაასრულა გერმანელმა.

წყარო: Bild