10:22 AM იოვეტიჩი “იუვეში” გადასასვლელად ემზადება? | |
![]() ჩერნოგორიელი ფორვარდი, როგორც ჩანს, "ფიორენტინას” დატოვებას აპირებს. სტევან იოვეტიჩის შეძენით სხვადასხვა დროს მრავალი ევროპული გრანდი ინტერესდებოდა. ვარაუდობდნენ, რომ ფეხბურთელი კარიერას ინგლისში გააგრძელებდა, თუმცა ახლა სიტუაცია შეიცვალა. Gazzetta dello Sport იუწყება, რომ სტევანი "იუვენტუსს” ხუთწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა და წელიწადში ხელფასის სახით ოთხ მილიონ ევროს მიიღებს. დღეს ფორვარდის წარმომადგენლები "ფიორენტინას” ხელმძღვანელებს უნდა შეხვდნენ, რათა იოვეტიჩის ტურინში გადაბარგებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წამოიწყონ. წყარო: Corriere dello sport | |
|
სულ კომენტარები: 0 | |