10:15 PM
“ინტერს” “პსჟ”-სა და “ბარსელონას” მცველები სჭირდება



"ნერაძური” გრეგორი ვან დერ ვილის ან მარტინ მონტოიას ხელში ჩაგდებას ეცდება.

იტალიური პრესა იუწყება, რომ "ინტერი” ზემოთნახსენებ ფეხბურთელთაგან, რომლებსაც თავიანთ ამჟამინდელ კლუბებში რეგულარული სათამაშო პრაქტიკა არ გააჩნიათ, ერთ-ერთის ტრანსფერს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე განახორციელებს.

პრიორიტეტი ჰოლანდიელი გრეგორი ვან დერ ვილია, რომელმაც "აიაქსიდან” "პსჟ”-ში გადაბარგების შემდგომ, ფრანგული კოლექტივის ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერა და ვერ დაიმკვიდრა, ლიგა 1-ის გასულ გათამაშებაში მხოლოდ 16 შეხვედრა ჩაატარა.

იმ შემთხვევაში, თუ "ნერაძური” "პსჟ”-ს ვან დერ ვილის შეძენაზე ან არენდით აყვანაზე ვერ შეუთანხმდება, მაშინ კლუბი "ბარსელონელი” მარტინ მონტოიას გადაბირებას ეცდება. ადრე ამ უკანასკნელის აგენტმა განაცხადა, რომ მცველს სამუშაო ადგილის შეცვლა უნდა, რაც იტალიურ მხარეს გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს.

წყარო: Tuttosport

ნანახია: 316 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: