3:18 PM “ინტერს” კასანო და ნაგატომო უბრუნდებიან | |
![]() "ნერაძურის” ლაზარეთი ცარიელდება. "ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა სტრამაჩიონიმ "ჯენოასთან” გამართული მატჩის განაცხადში, რომელიც ხვალაა დაგეგმილი, ტრავმის შემდეგ გამონჯამრთელებული მცველი იუტო ნაგატომო და ფორვარდი ანტონიო კასანო შეიყვანა. ორივე ფეხბურთელმა ბარძაყის კუნთის დაზიანების გამო დაახლოებით ერთი თვე გამოტოვა. ამავდროულად, "ჯენოასთან” თამაშს შეძლებს ახლადგამონჯამრთელებული მცველი ანდრეა რანოკია, სამაგიეროდ დისკვალიფიკაციის გამო "ნერაძურის” მომდევნო შეხვედრას გამოტოვებენ ალვარო პერეირა და ჟუან ჟეზუში. "ინტერის” ლაზარეთში, შეგახსენებთ, ხავიერ ძანეტი, დიეგო მილიტო, როდრიგო პალასიო, დეიან სტანკოვიჩი, ჯონათანი, ვალტერ გარგანო, ვალტერ სამუელი, კრისტიან კივუ და მატიას სილვესტრეც იმყოფებიან. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |