4:24 PM “ინტერმა” “ბარსას” სამ ფეხბურთელს დაუმიზნა | |
![]() "ნერაძური” გუნდის შემადგენლობის გაძლიერებას კატალონიელთა რეზერვის დახმარებით გეგმავს. Corriere dello Sport იტყობინება, რომ "ინტერის” სპორტული დირექტორი პიერო აუსილიო ოთხშაბათს ბარსელონაში ჩაფრინდა, სადაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლო გარიგებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართა. როგორც ჩანს, საკითხი მცველებზეა დამდგარი – მარტინ მონტოიამ და მარკ ბარტრამ სავსებით შესაძლებელია ამ ზაფხულს "ბარსა” დატოვონ და იტალიას მიაშურონ. ასევე ვერა და ვერ დაიმკვიდრა "ლურჯ-ბროწეულისფერთა” სასტარტო შემადგენლობაში ადგილი თავდამსხმელმა ალექსის სანჩესმა. ორი წლის წინ ჩილელი, სანამ კატალონიაში გადაბარგდებოდა, "უდინეზეში” ასპარეზობდა, ახლა კი შესაძლოა მას სერია ა-ში თავის გამოჩენის შესაძლებლობა კვლავ გაუჩნდეს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |