10:55 PM
"ინტერი" ზაფხულში ჯეკოს შეძენას გეგმავს




მილანის "ინტერის" ადმინისტრაცია ხელმძღვანელობასთან ერთად ზაფხულში, "მანჩესტერ სიტის" ფორვარდის ედინ ჯეკოს შეძენას გეგმავს.

როგორც იტალიური პრესა იტყობინება, ბოსნიელი ფორვარდი "ინტერში" დიეგო მილიტოს შეცვლის, რომელსაც ივნისში 34 წელი შეუსრულდება.

აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ "მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვენ. ამის გარდა ჯეკო ვერ ათანხმებს კონტრაქტის პირობებს ინგლისურ კლუბთან, ბოსნიელ ფორვარდს სურს, რომ სეზონზე 6 მილიონ ევროს იღებდეს გასამრჯელოდ. სწორედ ამ ხელფასს პირდება მილანური კლუბი ბოსნიელ ფორვარდს.
 
ნანახია: 258 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: