6:30 PM “ინტერი” მონტოიას არენდით აიყვანს? | |
![]() არაა გამორიცხული, რომ "ბარსას” მცველი მილანში გადაბარგდეს. როგორც Marca იტყობინება, "ბარსელონამ” შესაძლოა 22-წლის მცველი მარტინ მონტოია "ინტერში” არენდის წესით გაუშვას. გავრცელებული ინფორმაციით, "ნერაძური” მისი შეძენით გუნდის კაპიტნის ხავიერ ძანეტის ტრავმის გამოა დაინტერესებული. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა იტალიური კლუბი ფეხბურთელის არენდით აყვანას. მცველს "ლურჯ-ბროწეულისფრებთან” კონტრაქტი 2014-წლის ზაფხულში ეწურება. ასევე იტყობინებიან, რომ "ბარსელონა” მონტოიას სასტარტო შემადგენლობის პოტენციურ ფეხბურთელად მიიჩნევს, რომელსაც დაცვის ხაზის მარჯვენა ფლანგზე დანიელ ალვეშის შეცვლა შეუძლია. სწორედ ამიტომ, "ბლაუგრანას” მისი გაყიდვა არ უნდა, თუმცა თანახმაა იგი არენდის სახით გაუშვას. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |