3:30 PM “ინტერი” – “ბარსელონა”: ვარსკვლავური გაცვლა ორმხრივი სარგებელით? | |
![]() "ნერაძურის” კატალონიელების ნახევარმცველი ხელში ჩაგდება ისე ძალიან უნდათ, რომ მზად არიან თავიანთ "ახლადგამომცხვარ” ვარსკვლავს შეელიონ. გასულ ზაფხულს "ინტერმა” ჰანდანოვიჩის სანაცვლოდ "უდინეზეს” 11 მილიონი ევრო გადაუხადა. 28-წლის კარის დარაჯი "ჯუზეპე მეაცაზე” გატარებულ პირველივე სეზონში ანდრეა სტრამაჩიონის გუნდის შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა და სხვა ევროპული გრანდების ყურადღება მიიპყრო. მათ შორის, ვინ ჰანდანოვიჩის კანდიდატურითაა დაინტერესებული, "ბარსელონაც” დასახელდა, რომელიც ვიქტორ ვალდესის შემცვლელს ეძებს. თუმცა "ინტერმა” თავისი პორტიერე 30 მილიონ ევროდ შეაფასა, რამაც ჩერნოგორიელის კატალონიაში გადაბარგების საკითხი უფრო გაართულა. მიუხედავად ამისა, თავად მილანელებმა ამ გარიგების გადარჩენის გზა იპოვნეს. საქმე იმაშია, რომ "ნერაძურის” სესკ ფაბრეგასის შეძენა უნდა და მზად არიან ორმხრივ სარგებლიან გაცვლას დათანხმდნენ, რომლის თანახმადაც, ჰანდანოვიჩი "ბარსელონას” დარჩება, ხოლო ფაბრეგასი "ინტერს”. რას ფიქრობენ ასეთ "ბარტერზე” კატალონიელების ხელმძღვანელები, ეს ჯერჯერობით უცნობია. გარდა სესკისა, "ინტერის” ინტერესების სფეროში მოქცეულია "ბლაუგრანას” კიდევ ოთხი ფეხბურთელი ალექსის სანჩესი, მარტინ მონტოია, მარკ ბარტრა და ალექს სონგი. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |