11:04 AM
ინიესტას კარიერის დასრულება “ბარსაში” სურს



კატალონიის "ბარსელონას” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს კარიერის დასრულება კატალონიურ გრანდში სურს და მზადაა ხელი მოაწეროს ახალ კონტრაქტს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ამჟამინდელი კონტრაქტი ითვალისწინებს გუნდში 2015 წლამდე დანრჩენას.
"ჩემი ოცნება ყოველთვის "ბარსაში” თამაში იყო. ვფიქრობ კარიერასაც აქ დავასრულებ. მე არანაირი პრობლემა არ მექნება, თუ კლუბი ახალ კონტრაქტს შემომთავაზებს.”
29 წლის ინიესტას 300 ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული ესპანეთის პრიმერა დივიზიონში. მას დებიუტი მთავარ კლუბში 2002/2003 წლების სეზონში ჰქონდა. ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფორმით კი ნახევარმცველს 82 თამაშში 11 გოლი დაუგროვდა.


ნანახია: 295 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: