10:31 PM ინიესტამ “ბარსაში” მოსალოდნელ ცვლილებებსა და მესის ფაქტორზე ისაუბრა | |
![]() კატალონიური კლუბის ნახევარმცველი იმედოვნებს, რომ ზაფხულში გუნდის შემადგენლობის რესტრუქტურიზაცია რადიკალურ სახეს არ მიიღებს. უახლოეს ზაფხულში "ბარსელონას” ხელმძღვანელობა გუნდის შემადგენლობის რესტრუქტურიზაციას გეგმავს, მაგალითად, გოლკიპერისა და ცენტრალური მცველის შეძენას. ამავდროულად, "კულეების” ერთ-ერთმა ლიდერმა ანდრეს ინიესტამ გამოთქვა იმედი, რომ გუნდში ცვლილებები გლობალური არ იქნება. "როდესაც გუნდში მოსალოდნელ ცვლილებზე მიდის საუბარი, ჩვენ ყოველთვის იმ ფეხბურთელებზე ვსაუბრობთ, რომლებსაც გუნდის გაძლიერება შეუძლია. მხოლოდ ასეთი ტრანსფერები გააძლიერებს ჩვენს გუნდს. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ "ბარსელონაში” რადიკალური ცვლილებები არ მოხდება, რადგან გუნდის ფეხბურთელების უმეტესობას ჯერ კიდევ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში და არაერთი მატჩის მოგება”, – აცხადებს ინიესტა. ნახევარმცველმა თავისი თანაგუნდელი ლიონელ მესიც შეაქო, რომელსაც გუშინ "ბეტისის” კარში გატანილი ორი გოლის შემდეგ, პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 31 შეხვედრაში უკვე 46 გოლი მოუგროვდა. "ბარსელონა” დამოკიდებულია მესიზე, რადგან ლეო – ჩვენი საყრდენ-მამოძრავებელი ძალაა. როდესაც იგი მოედანზე გამოდის, ყოველთვის უკეთესად ვთამაშობთ, თუმცა ჩვენთვის საჭირონი ასევე სხვა შემსრულებლებიც არიან”, – დაასრულა ნახევარმცველმა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |