9:34 PM ინიესტამ ახალ კონტრაქტთან დაკავშირებული “ბარსას” პირველი შეთავაზება უარყო | |
ფეხბურთელს ახალი ხელშეკრულების პირობები არ მოეწონა. ესპანური პრესის ცნობით, ანდრეს ინიესტამ ახალ კონტრაქტთან დაკავშირებული "ბარსელონას” პირველი შეთავაზება უარყო, რადგან იგი მის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. 29-წლის ფეხბურთელი, ახალი კონტრაქტის თაობაზე, რომელიც 2015-წლის ივნისის თვეში ეწურება, კატალონიურ კლუბთან მოლაპარაკებებს უკვე რამოდენიმე თვეა, რაც აწარმოებს. ცოტა ხნის წინ, "ბლაუგრანას” პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ფეხბურთელს კლუბი სამწლიან კონტრაქტს შესთავაზებს და ინიესტამ იგი აუცილებლად უნდა გააფორმოსო. მიუხედავად ამისა, Cadena SER იუწყება, რომ ინიესტამ "ბარსას” პირველი ოფიციალური წინადადება ფაქტიურად უარყო. ამ ეტაპზე, ანდრესი კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა ხუთეულშიც კი არ შედის და ნახევარმცველი ახალმა შეთავაზებამაც არ დააკმაყოფილა. წყარო: Cadena Ser | |
|
სულ კომენტარები: 0 | |