10:47 PM ინიესტა: “რთულია იმ სიტუაციის გაგება, რომელშიც კასილიასი აღმოჩნდა” | |
![]() "ბარსელონას” ლიდერმა ესპანეთის ეროვნული ნაკრების კაპიტნის "რეალის” სასტარტო შემადგენლობაში არმოხვედრასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოთქვა. "რთულია იმ სიტუაციის გაგება, რომელშიც კასილიასი აღმოჩნდა. ახლა იმაზე არ ვსაუბრობ, რომ იგი საერთოდ არ თამაშობს, არამედ იმაზე, თუ რა არის ამის მიზეზი, თუმცა ამის შესახებ "რეალის” ბანაკში ყველამ ყველაფერი უნდა იცოდეს”. "განსაკუთრებით რთულია ამ ყველაფრის გაგება მაშინ, როდესაც იცი, რომ კასილიასი – ეს "რეალია”, რომელმაც ამ კლუბისათვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა”, – განაცხადა ანდრეს ინიესტამ. შეგახსენებთ, რომ "რეალის” შემადგენლობაში თავისი ბოლო მატჩი გუნდის კაპიტანმა 21 იანვარს ჩაატარა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |