10:38 PM ინიესტა: “მესი ნეიმარს უკეთესს გახდის” | |
![]() "ბარსელონას” ნახევარმცველი დარწმუნებულია, რომ ამ ორ სამხრეთამერიკელ ფორვარდს ერთობლივი ასპარეზობის ფონზე არანაირი პრობლემა არ შეექმნება. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა ვუნდერკინდმა ნეიმარ და სილვამ კატალონიურ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, სადაც შეტევის ხაზში მას მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი ელოდება – ლიონელ მესი”. "დიდებული ფეხბურთელები ერთმანეთს ყოველთვის უგებენ. ლეო ნეიმარს უკეთესს გახდის და პირიქით. ეს გუნდური თამაშია, სწორედ ამიტომ, ყველა გუნდის გამარჯვებისათვის იბრძოლებს”, – აცხადებს ანდრეს ინიესტა. "იგი ყველა შესაძლებელზე საუკეთესო ადგილას მოემგზავრება. ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი "ბარსაში” გადმოდის, ყველა ჩვენთაგანს კი სწორედ ეს სურდა. ეს მოთამაშე არაჩვეულებრივ ტალანტს ფლობს. მან გოლების გატანა იცის და იმ კლუბში ჩაატარებს საოცარ მატჩებს, რომელიც მომავალში უფრო მაღალ დონეზე განვითარების გარანტიას იძლევა”. წყარო: Sky Sports | |
|
სულ კომენტარები: 0 | |