1:10 PM ინიესტა “ალბასეტეს” გადარჩენას ცდილობს | |
![]() "ბარსელონას” ნახევარმცველი და კლუბის მაჟორიტარული აქციონერი, ხელმძღვანელობასთან ერთად, იმ ფეხბურთელებისათვის, რომლებიც თავიანთ ხელფასებს ითხოვენ, გადასახდელ თანხას აგროვებს. შეგახსენებთ, ესპანეთის ეროვნული ნაკრების ლიდერმა სწორედ "ალბასეტეს” შემადგენლობაში ასპარეზობისას გადადგა პირველი ნაბიჯები დიდ ფეხბურთში, თუმცა ახლა გუნდს ესპანური ფეხბურთის მეოთხე დივიზიონში დაქვეითება ემუქრება, რადგან ფეხბურთელებს ხელფასებს ვერ უხდის. სწორედ ამიტომ, ინიესტამ 240 ათასი ევრო თავისი ჯიბიდან ამოიღო, "ალბასეტეს” ხელმძღვანელობა კი საჭირო, ექვსციფრიანი თანხის შეგროვებას ცდილობს. ეს დავალება დღეს უნდა შესრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კლუბს უფრო დაბალ დივიზიონში დააქვეითებენ. ცნობისათვის, 2011-წელს, "ბარსას” ნახევარმცველი თავის პირველ გუნდს 420 ათასი ევროთი უკვე დაეხმარა. წყარო: Football Espana | |
|
სულ კომენტარები: 0 | |