6:57 PM ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდებმა ტრანსფერებზე 770 მილიონი დახარჯეს | |
![]() საფინანსო ანალიტიკოსებმა ძალიან საინტერესო შედეგები შემოგვთავაზეს. როგორც აღმოჩნდა, ამ ზაფხულს ყველაზე მეტი ფული სატრანსფერო ბაზარზე ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდებმა დახარჯეს. "ნისლიან ალბიონს” ბევრმა კარგმა მოთამაშემ მიაშურა და ზუსტი ციფრი, რომელიც ყველა მათგანში გადაიხადეს 768 მილიონი ევროა. მიუხედავად გარეტ ბეილისა და ნეიმარის ღირსშესანიშნავი ტრანსფერისა, ესპანური ლა ლიგა დახარჯული 395 მლნ ევროთი მეორე ადგილს დასჯერდა. მე-3 ადგილს იტალიის სერია ა იკავებს. აქ ყველაზე ხელგაშლილი "ნაპოლი” გამოდგა, რომელმაც გონსალო იგუაინში 37 მლნ ევრო გადაიხადა. ლოგიკურია, რომ ერთ-ერთ მაღალ პოზიციას საფრანგეთიც იკავებს. "პსჟ” და "მონაკო” მომავალში კიდევ უფრო გაგვაკვირვებენ გრანდიოზული ტრანსფერებით. ამჟამად საფრანგეთის ლიგა 1-დან 375 მილიონი ევროა დახარჯული. ევროპის წამყვან ჩემპიონატებში კვლავაც ყველაზე მოკრძალებული აღმოჩნდა გერმანიის ბუნდესლიგა. იქ მხოლოდ 270 მილიონი ევრო დახარჯეს. წყარო: Agence France Presse | |
|
სულ კომენტარები: 0 | |