4:50 PM
ინგლისის პრემიერ ლიგა. 22-ე ტურის 5 მთავარი ინტრიგა




ერთკვირიანი შესვენების შემდეგ პრემიერ ლიგა საინტერესო პროგრამით ბრუნდება. ამ უქმეებზე ჩვენ ვიხილავთ ლონდონურ და ჩრდილო-დასავლურ დერბებს, რობინ ვან პერსისა და ლუის სუარესის დაპირისპირებას და მრავალ სხვას. რა თქმა უნდა, ინგლისის ჩემპიონატიც, როგორც სხვა დანარჩენი, განიცდის აფრიკის ერთა თასზე გაშვებული ფეხბურთელების სიუხვეს, თუმცა "ემიუსა" და "ლივერპულის", სევე "არსენალისა" და "მან სიტის" მატჩებში ნაკლებად შესამჩნევი იქნება ეს დანაკლისი.

რობინ ვან პერსი ლუის სუარესის წინააღმდეგ

ინგლისის პრემიერ ლიგა. 22-ე ტურის 5 მთავარი ინტრიგა

სატურნირო თვალსაზრისით, "არსენალისა" და "მანჩესტერ სიტის" მატჩი უფრო მნიშვნელოვანია: მანჩინის გუნდს სხვა გზა აღარ აქვს. "იუნაიტედთან" ჩამორჩენა საგრძნობია. თუმცა ტურის მატჩი მაინც ჩრდილო-დასავლური დერბია. ეს არის ინგლისის მთავარი დერბი, ამასთანავე, რა უნდა იყოს უფრო საინტერესო, ვიდრე პრემიერ ლიგის ორი საუკეთესო ფორვარდის, რობინ ვან პრესისა და ლუის სუარესის ჯახი. ორივე მათგანმა იმდენად ძლიერად განვლო სეზონის პირველი ნახევარი, რომ ევანსს, ფერდინანდს, შკრტელსა და აგერს ისღა დარჩენიათ, იღბალს მიენდონ. ორივე ფორვარდმა იმ დონეს მიაღწია, რომ შეუძლიათ მარტომ გადაწყვიტონ მატჩის ბედი, თუკი დანარჩენი 10 პარტნიორი მას ჩააგდებენ. მათ ბუნებამ რთული ხასიათი უბოძა, ამიტომ მეტოქის სავნებლად ყველაფრისთვის მზად არიან.

არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ მატჩს ჰოვარდ უები განსჯის. ეს სწორედ ის არბიტრია, რომელმაც 2011 წელს "ოლდ ტრაფორდზე" იმსაჯა ცნობილ სკანდალურ მატჩში.

ითამაშებს მარიო ბალოტელი "არსენალის" წინააღმდეგ?

ინგლისის პრემიერ ლიგა. 22-ე ტურის 5 მთავარი ინტრიგა

როგორც ინგლისური პრესა იუწყება, "მანჩესტერ სიტი" უკვე დაიღალა "წლის ადამიანის" გამოხტომებით და მზად არის, გაუშვას ფორვარდი, თუ ვინმე მასში 25 მილიონ ფუნტს გადაიხდის(ეს ზუსტად ის თანხაა, რომელიც ოდესღაც "სიტიმ" გადაიხადა მასში) "უოტფორდთან" სათასო მატჩში მარიო ერთთვიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა მინდორზე. შესაძლოა სწორედ ახლა, როცა ბალოტელისგან არავინ ელის საგმირო საქმეებს, მანჩინიმ საკუთარ იარაღად გამოიყენოს თავდამსხმელი და ის "არსენალს" მიუშვიროს. 

მოხვდება დემბა ბა "ჩელსის" ძირითად შემადგენლობაში?

ინგლისის პრემიერ ლიგა. 22-ე ტურის 5 მთავარი ინტრიგა

"ნიუკასლიდან" გადმობირებულმა დემბა ბამ "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ პირველი წუთიდან ითამაშა და ორი გოლის გატანაც შეძლო. (ჩელსიმ 5:1 მოიგო) შემდეგ მატჩი იგი ფერნანდო ტორესმა შეცვალა და "არისტოკრატებმა" "სუონსისთან" მშრალზე წააგეს (0:2). ცოტათი ძნელია ბასა და ტორესის წყვილში წარმოდგენა, თუ, რა თქმა უნდა, სენეგალელი მარცენა ფლანგისკენ არ გადაიწევს. ასე რომ, რაფა ბენიტესს ორში ერთის არჩევა მოუწევს. თუკი თავდამსხმელთა ბოლოდროინდელი მატჩებით განვსჯით, ახლა მოედანზე 50 მილიონიანი ტორესი კი არა, არამედ 7 მილიონიანი დემბა ბა უნდა ვიხილოთ.

რა ხდება "ასტონ ვილას" თავს?

ინგლისის პრემიერ ლიგა. 22-ე ტურის 5 მთავარი ინტრიგა

"ასტონ ვილას" ჩამოწერა ნამდვილად არ შეიძლება, რადგან ეს კლუბი უკვე დიდი ხანია, რაც პრემიერ ლიგაში ასპარეზობს და ერთ დროს სერიოზულ ძალასაც წარმოადგენდა, თუმცა ბირმინგემული კლუბი თავის ახალგაზრდა კლუბთან, ნიჭიერ მთავარ მწვრთნელთან და "დატანჯულ" მფლობელთან ერთად ჩემპიონატის მეორე ნახევარს დიდი პრობლემებით ხვდება. "სუონსისთან" ჩატარებული კარგი მატჩის შემდეგ, ბევრ გაუჩნდა იმედი, რომ "ვილა" ისევ დაბრუნდებოდა, თუმცა რამოდენიმე დღის შემდეგ პოლ ლამბერტის გუნდი ლიგის თასზე "ბრედფორდთან" უშანსოდ დამარცხდა. "საუთჰემტონი" "ჩელსი" ან "ტოტენჰემი" ნამდვილად არაა, მაგრამ "ბრედფორდის" დონისაც არ უნდა ჩავთვალოთ: რიკი ლამბერტსა და გასტონ რამირესს შეუძლიათ "ვილა პარკის" ბინადრებს პრობლემები შეუქმნან. მაგრამ, არ უნდა დავივიწყოთ "ვილას" შეტევის ხაზი, სადაც ბენტეკე და ვეიმანი შესანიშნავად გამოიყურებიან. ეს მატჩი ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კლუბები პრემიერ ლიგაში დარჩენისთვის იბრძვიან.

რედნაპი ვილაშ-ბოაშის წინააღმდეგ

ინგლისის პრემიერ ლიგა. 22-ე ტურის 5 მთავარი ინტრიგა

ჰარი რედნაპი და ანდრე ვილაშ ბოაში - პრემიერ ლიგის ორი ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალისტი. ჰარი 65-წლისაა, ხოლო ანდრე 35-წლის, რომელსაც ჯერ კიდევ წინ აქვს მთელი სამწვრთნელო კარიერა. პორტუგალიელი თავკაცის "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის, რაც ჯერჯერობით უნდა ჩავთვალოთ, რომ კარგად გამოსდის. აი რაც შეეხება, ინგლისელი მწვრთნელის "ქუინზ პარკ რეინჯერსს", "რეინჯერები" პრემიერ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან. რამოდენიმე დღის წინ ახალგაზრდა კოლეგაზე მიუთითა - არანორმალური უნდა იყო, რომ ასეთ "ჩელსისთან" ერთად წარმატებას ვერ მიაღწიოო, ამ განცხადებას უმალვე გამოეხმაურა ვილაშ-ბოაში და განაცხადა, რომ ვისაც "ჩელსიში" არ უმუშავია ასეთი განცხადებებისგან თავი შეიკავოსო. ასე რომ, დღეს ამ ლონდონურ დერბიში დაძაბულ და რაც მთავარია საინტერესო მატჩს უნდა ველოდოთ.

22-ე ტურის განრიგი

ინგლისის პრემიერ ლიგა. 22-ე ტურის 5 მთავარი ინტრიგა

სატურნირო ცხრილი

ინგლისის პრემიერ ლიგა. 22-ე ტურის 5 მთავარი ინტრიგა
ნანახია: 321 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: