4:56 PM
იმპერიის დასასრულის დასაწყისი ანუ მარცხი წარსულს ჩაბარდა !



ეს სტატია ''ბარსას'' წარსულს და მომავალს ეხება. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია შემდეგი სიტყვებით: ”დიახ, ”ბარსელონაში” ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ჩემი ეტაპი ამ გუნდში დასრულდა. როდესაც მწვრთნელი ტოვებს კლუბს, ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე როდესაც გუნდი უშვებს მწვრთნელს.” რა თქმა უნდა დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ სიტყვებს. ლანძღვა პეპის მიმართ, უცენზურო სიტყვები და კრიტიკის კორიანტელი. რატომ ? პასუხი ამოუხსნელია. იმიტომ, ხომ არა, რომ პეპმა ყველაფერი მოგვაგებინა, ანდაც იმიტომ, რომ ოქროს 4 წელი გვაჩუქა. იქნებ იმიტომ, რომ მისი გული ყოველთვის ლურჯ-ბროწეულისფერი იქნება. მეც არვიცი, ვერ გეტყვით რისი ბრალია ეს. უბრალოდ ნუ დაემგვანებით ''რეალის'' გულშემატკივრებს, რომლებმაც ლეგენდების დაფასება არ იციან. პეპი სწორედ ის ადამიანია ვინც სიზმრები რეალობად გვიქცია. ის ის არის ვინც სიამაყე და თავდაჯერებულობა შეგვმატა. მისი არ დაფასება გულშემატკივრის სირცხვილი იქნება! მე მაინც პეპის ბოლო სიტყვებზე გავამახვილებდი ყურადღებას. '' როდესაც მწვრთნელი ტოვებს კლუბს, ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე როდესაც გუნდი უშვებს მწვრთნელს.''

 

დღემდე დაუჯერებელია ის მიზეზი ბევრისთვის რაც პეპის წასვლის შემდეგ დასახელდა. გუნდის ბრალია მისი გაშვება, როგორც ამას ლაპორტა იძახის? რას ან ვის შეიძლება დავაბრალოთ ეს ყველაფერი? კითხვები კითხვებად დავტოვოთ რადგან პასუხი ამ ყველაფერზე გაუცემელია. ''- უნდა ეძებოს "ბარსელონამ" ახალი მწვრთნელი?
- აქ პირველ რიგში უნდა გავიგოთ, როგორი ურთიერთობა აქვთ ფეხბურთელებს მწვრთნელთან. არც თუ ისე სახარბიელო სიტუაცია შეიქმნა ვილანოვასათვის და ასევე ფეხბურთელებისათვის.''
ესეც პეპის სიტყვები, რომელიც მიუთითებს რამდენად მნიშვნელოვანია მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს შორის დამოკიდებულება. ''- ვის უგულშემატკივრებთ ფინალში?
- ბორუსიას. რა თქმა უნდა ფავორიტი ბავარიაა, მაგრამ ყოველთვის მიყვარდა ფავორიტების დამარცხება.''
ასეთი ლაკონური, ყველაფრის მთქმელი და კითხვის ნიშნის დამსველი პასუხებით გამოირჩეოდა კატალონიის ''ბარსელონას'' ყოფილი თავკაცი.
რაც შეეხება მის არ დაბრუნებას იმედი ბოლოს კვდებაო, ბოლო კი სიკვდილია. სწორედ ამიტომ არასდროს არ დავივიწყებ მის სიტყვებს ''როცა ''ბარსას'' დასჭირდება დავბრუნდები'' . ეს მის სახლია და მჯერა მისი დაბრუნების. რაც ორჯერ მოხდა მესამედაც აუცილებლად მოხდება! 
პეპი : '' ამ კლუბზე და ფეხბურთელებზე დაუსრულებლად შემიძლია ლაპარაკი. ჩემი წარსული მხოლოდ მათ უკავშირდებათ. შეიცვლება ყველაფერი. გამოვიცვლი გუნდს, გავწვრთნი სხვა ფეხბურთლებს, მაგრამ ჩემი ამ კლუბისადმი სიყვარული ყოველთვის უცვლელი დარჩება ! ''.
 სხვას, რომ ყველაფერს თავი დავანებოთ ამ სიტყვების გამო იმსახურებს დაფასებას სანპედროელი.

თუმცა ადამიანს როცა მეტი არ ესმის ვერც მოთხოვ.


ესეც განვლილი ოქროს ხანა და წინ იმედის თვალით, რომ ყველაფერი განმეორდება. რა თქმა უნდა ისევ ჩემს აზრზე ვარ, რომ ტიტო გასაშვებია, რომ გუნდს ტრანსფერები სჭირდება და ბევრი ფეხბურთელიც გასაშვებია, მაგრამ დღეს დაწყნარებულ გულზე უფრო სხვა კუთხიდან შევხედე ამ საქმეს. შევეცდები ამჯერად ოპტიმისტი ვიყო. ტიტო ამჟამინდელი მწვრთნელი, რომელსაც არც მოტივაცია და არც გამარჯვების სურვილი არ აქვს და ამ ყველაფერს მისი ავადმყოფობაც ახლავს ჩემი, აზრით გულშემატკივრის დიდი სურვილის მიუხედავად გუნდს არ დატოვებს. მან კლუბში პირველი სეზონი ჩაატარა და მისი კონტრაქტი 2016 წლამდეა გათვალისწინებული.

 

 

რადგან არ წავა ჯობია დადებითი მხარეები ვეძებოთ. 1) საკმაოდ დიდი ხანია რაც კლუბშია და კარგად იცნობს ფეხბურთელებს. 2) წესით არ უნდა გაუჭირდეს მათთან კონტაქტი. 3) ამ სეზონში ავადმყოფობამ ითამაშა ხელის შემშლელი ფაქტორი, ვნახოთ რა იქნება მომავალ წელს. 4) გვარდიოლამ იმედით დაგვტოვა და თქვა, რომვილანოვა სწორედ ის იყო ვინც გვჭირდებოდა. დიდი დასაიმედებელი ვერაფერია, მაგრამ ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია მოვლენების განვითარებას დაველოდოთ. გარდაუვალი ტრანსფერები განხორციელდება ამ ზაფხულს და მოვა ახალი შემართება. პირველ რიგში უნდა გაანალიზოს მწვრთნელმა, რომ პატივისცემა წარმატების წინაპირობაა...


''ყოველთვის ვთლვიდი, რომ მოთამაშეებსა და მწვრთნელს შორის ურთიერთპატივისცემა უნდა არსებობდეს. ტრენერი ტირანი არ უნდა იყოს, რადგან დიქტატურა ენთუზიაზმს კლავს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელებში. ყველაფრის პარალელურად, გუნდში მწვრთნელის ავტორიტეტი უნდა იყოს. უნდა არსებობდეს იმის გაგება, რომ ყველაფერი მოთამაშეებზეა დამოკიდებული, მაგრამ გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს.'' - დელ ბოსკეს სიტყვები. ტიტომ ყველა ლეგენდარული მწვრთნელისგან უნდა აიღოს მაგალითი და გაანალიზოს ის, რომ მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ შემდეგ სეზონს ახალი მიზნებით, ფეხბურთელებით და გამარჯვებებით.


ჩვენი დრო კი არასდროს არ დასრულება, რადგან ''ბარსელონა'' არ არის უძლეველი, მაგრამ არის მარადიული!



  

წარუმატებლობის დადებითი მხარე ის არის, რომ სწორედ მას მოჰყვება წარმატება...

                          იმპერიის დასასრულის დასაწყისი ანუ მარცხი წარსულს ჩაბარდა !
                                      

ნანახია: 276 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: