12:30 PM
იმერული დერბი "ზესტაფონმა" მოიგო



2012 წლის 11 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონმა მორიგ იმერულ დერბის უმასპინძლა - ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” და წინა სეზონის ბრინჯაოს მედლების მფლობელი ქუთაისის საფეხბურთო კლუბი ”ტორპედო” დაუპირისპირდნენ...

დავით მუჯირისა და ზაზა ზამთარაძის გაწვრთნილმა გუნდმა ყველაფერი ჩადო თამაშში, იომა და სამი ქულაც ალალად დაიმსახურა. სანახაობას დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის მინდვრის საფრის დიდებულმა მდგომარეობამაც შეუწყო ხელი. 

თამაში საქართველოს კვალობაზე ძალიან ლამაზი, დაძაბული და საგოლე მომენტებით სავსე იყო. ერთადერთი გოლი 25–ე წუთზე გავიდა - "ზესტაფონის” მრავალსვლიანი შეტევა პატრიკ მილხრაუმმა საჯარიმოში ჩაწოდებით დაასრულა. ბურთი ერთ–ერთ ტორპედოელს მოხვდა და თორნიკე გორგიაშვილს მიუვიდა, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის უძლიერესმა დარტყმამ მიზანს უწია.

გოლამდეც თანაბარი თამაში იყო. თავიდან მომენტები "ზესტაფონს” უფრო ჰქონდა. გორგიაშვილს მიგინეიშვილმა აუღო, მეკარესთან პირისპირ გასულმა ღონღაძემ ქუთათურთა კიპერს ვერ აჯობა, აქვე ქუთათურთა კონტრიერიშიც: გიორგი ბერიაშვილი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მას კვასხვაძე და კაჭკაჭიშვილი ერთად ჩაუხტნენ და სიტუაცია განმუხტეს.

"ზესტაფონის” მიერ გატანილი გოლის შემდეგ ინიციატივა ხელთ "ტორპედომ” იგდო. ერთის მხრივ, სტუმრებმა აშკარად მოუმატეს, მეორეს მხრივ კი ეს ზესტაფონელთა სამწვრთნელო შტაბის ჩანაფიქრიც იყო. გუნდმა შეგნებულად დათმო მინდვრის ცენტრი და სწრაფი ბოტი გოას იმედად კონტრშეტევებზე ჩასაფრდა.

მეორე ტაიმი მარგველთა იერიშებით დაიწყო. ძალიან კარგი შანსი ჰქონდა ბოტის – ბენაშვილის დარტყმული ბურთი მიგინეიშვილმა ვერ მოიხელთა, აფრიკელს კი ახლოდან დარტყმული გაუცუდდა.

მერე იყო ქუთათურთა გააზრებული, მრავალსვლიანი იერიში, რომელსაც ელგუჯა გრიგალაშვილი აგვირგვინებდა, მაგრამ საბანაძესთან ერთად აშკარად გამორჩეულმა ნახევარმცველმა მიზანს ააცილა.

და ისევ ზესტაფონელთ მომენტი: ბრწყინვალედ მოთამაშე პატრიკ მილხრაუმს, რომელიც თემურ ღონღაძესთან ერთად ორივე გუნდის რიგებში გამოირჩეოდა, სახიფათო თაური ოდნავ აუცდა.

მატჩის ბოლოს გუნდებმა სახიფათო მომენტები გაცვალეს. ჯერ ელგუჯა გრიგალაშვილის თაური მოხვდა ძელს, მერე კი მეკარესთან პირისპირ გასულმა რატი წინამძღვრიშვილმა ააცილა კარს დიდი მანძილით.

და ბოლოს, საწყენია, რომ ამ შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ტექნიკური პრობლემების გამო, ვერ აჩვენა – "დავით აბაშიძეზე” სანახაობა ნამდვილად იყო, ინტრიგაც ბოლომდე ცოცხლობდა და ქომაგობაც ორივე მხრიდან საშური გახლდათ.

"ზესტაფონი" 1:0 "ტორპედო"
გოლი: თორნიკე გორგიაშვილი 25

"ზესტაფონი": კვასხვაძე, ღონღაძე, კაჭკაჭიშვილი, კობახიძე, გრიგალაშვილი, შარიქაძე, მენთეშაშვილი, მილხრაუმი (იელიჩი 90+1), ბენაშვილი, გორგიაშვილი (ბაბუნაშვილი 56), დემელი (წინამძღვრიშვილი 65).

"ტორპედო": მიგინეიშვილი, ჭელიძე, გურული, რიგვავა, შერგელაშვილი, დათუნაიშვილი, კუხიანიძე (ბოლქვაძე 54), დოლიძე (ტუღუში 55), გრიგალაშვილი, ბერიაშვილი (ფანცულაია 84), საბანაძე.

გაფრთხილება: დემელი - გურული, დათუნაიშვილი, ტუღუში, საბანაძე.

ნანახია: 260 | დაამატა: RoM@N | ტეგები: იმერული დერბი ზესტაფონმა მოიგო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: