3:20 PM
ილმაზი შესაძლოა “ჩელსიში” გადაბარგდეს



"არისტოკრატული” კლუბის ხელმძღვანელებმა, თვალი სტამბულელების თავდამსხმელს დაადგეს.

The Guardian-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ჩელსი” "გალათასარაის” ფეხბურთელის თამაშითაა დაინტერესებული. ილმაზმა მიმდინარე უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშების სეზონზე, რვა გოლის გატანა მოასწრო, ხოლო შარშან, როდესაც იგი "ტრაბზონსპორის” მაისურით გამოდიოდა, თურქეთის ლიგის ეგიდით გამართულ 34 შეხვედრაში, 33 ბურთი შეაგდო.

არსებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონელები მზად არიან ბურაქის სანაცვლოდ, 20 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადონ.

ილმაზმა, რომელმაც მიმდინარე თურქეთის ჩემპიონატის სეზონში "გალათასარაის” მაისურით 24 ბურთის გატანა შეძლო, განაცხადა, რომ იგი ამ კლუბში ასპარეზს სიამოვნებით გააგრძელებდა, თუმცა მისი მომავალი კლუბის ხელმძღვანელებზეა დამოკიდებული.

წყარო: The Telegraph

ნანახია: 260 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: