6:29 PM
ილია კოკაია: “ან ყველა, ან არც ერთი”!



ბოლო დღეებში, ძალიან აქტუალური გახდა გორის "დილას” დაფინანსების თემა, რომელსაც გულშემატკივართა მხრიდან აქციაც მოჰყვა, სახელწოდებით "გადავარჩინოთ გორის დილა”. მოგეხსენებათ, "დილა” მუნიციპალიტეტის გუნდია და სახელმწიფოსგან ფინანსდება. ამ თემასთან დაკავშირებით, თავისი პოზიცია სკ ზესტაფონის პრეზიდენტმა, ილია კოკაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დააფიქსირა. მისი თქმით, თუკი იქნება სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა, ეს ყველა კლუბზე თანაბრად უნდა ხორციელდებოდეს.

ილია კოკაია: "დღეს ქართულ ფეხბურთში შექმნილი ვითარება ძალიან კატასტროფულია. იქიდან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია კერძო და სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი გუნდების თანაარსებობა. თორმეტთა საბჭოზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მორიგი სეზონიდან, მუნიციპალურ დაფინანსებაზე მყოფი გუნდები აღარ გვეყოლებოდა, მაგრამ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, გადაწვეტილება კიდევ მიუღებელია. ჩემთვის, როგორც კერძო ინვესტორისთვის, უინტერესოა ინვესტიციების შემდგომი განხორციელება. დღეს ორი პროექტი მაქვს მოტანილი, პირველი შეეხება გუნდის ბიუჯეტირებას, საკმაოდ მაღალი თანხაა, მეორე კი გუნდის დაშლას, ინფრასტრუქტურის შენარჩუნებასა და მხოლოდ საბავშვო ფეხბურთზე მუშაობას. ასეთი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები, თუ რომელ მხარეს წავალ. თუკი არ გაირკვა სხელმწიფოს დამოკიდებულება საერთოდ ფეხბურთის მიმართ. მე მქონდა ამის შესახებ საუბარი, კლუბების სხვა მფლობელებთანაც. თუკი „დილა" იღებს სახელმწიფოსგან ცხრა მილიონს, სხვამ რა დააშავა?! ჩვენი ფული დახარჯა?! ადრე დაიწერა სტატისტიკა, რამდენი ფეხბურთელი მოამზადა ნაკრებისთვის კერძო კლუბმა და რამდენი სახელმწიფოსგან დაფინანსებულმა, არის ამის სტატისტიკაც.

დღეს, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, გორში შეიქმნა პრობლემები. ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ იყო ძალიან ბევრი არასწორად გადადგმული ნაბიჯები, რამაც გამოიწვია ეს შედეგი, ჩვენ ყოველთვის ვუთითებდით ამის შესახებ, მაგრამ რატომღაც მათ ეს ეგონათ ჩვენი პირადი ინტერესი და ისინი ამას სხვანაირად იღებდნენ. ფედერაციამ ძალიან ცუდი როლი ითამაშა, როდესაც მათი ლიცენზიები მიიღო. დღეს სიჭინავა იმართლებს იმით თავს, რომ ჩვენ გავიარეთ უეფასთან კონსულტაციებიო. მე არ მჯერა, რომ უეფას მიეცა ასეთი კონსულტაცია, ადგილობრივი თავმჯდომარის თუ მისი მოადგილის წერილის საფუძველზე.

ძალიან კარგი გუნდი ჰყავს გორს და მწყინს, რომ დღეს ასეთი მდგომარეობაა. რომ მოეძებნათ კარგი ინვესტორი, დღეს უკვე სხვა გზით ვიქნებოდით წასული.

და კიდევ ერთი დიდი პრობლემა რაც არის, ჩაწყობილი და გარიგებული თამაშები, რომელმაც აპოეგას მიაღწია. მე შარშან განვაცხადე, რომ ეჭვი მქონდა რამოდენიმე თამაშის შესახებ. რამოდენიმე დღის წინ ვიყავი საგამოძიებო ორგანოში, სადაც ტომებით დევს მასალები გარიგებული თამაშების შესახებ, ყველაფერი გამოძიებულია. რას ელოდება სახელმწიფო, რატომ არ აქვეყნებს ამას?! მაგრამ რაც გამოიძიეს, იქედან რა მივიღეთ?!

ძალიან გული მწყდება, ჩემი ყოფილი ფეხბურთელი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, ამ სიბინძურის ერთ-ერთი მონაწილე იყო, გამოდის კიდევ ანგელოზად მოაქვს თავი, ვერ იქნება ის ანგელოზი, რაგდან ის უკვე იმ ჭუჭყით მოისვარა. რაც არ უნდა მომხდარიყო, ეს არ უნდა გაეკეთებინა, ეს არის პროფესიის ღალატი.

მე შევხვდი ჯუღელს და ვუთხარი, მოეშვი ამ სიბინძურეს-მეთქი, მაგრამ პირველი მე გამიკეთა, არ ვსაუბრობ თასის ფინალზე, საუბარი მაქვს პირველ მატჩზე ზედა ექვსეულში, როდესაც პენალტი დაგვიდეს. მაშინვე ავდექი და წამოვედი სტადიონიდან, ასე არასდროს არ მოვქცეულვარ სხვა დროს. მოვედი ფედერაციაში და ვუთხარი, ეს გუნდი მოეშორებინათ, თორემ ამას დიდი ამბები მოყვებოდა. ადგნენ და მსაჯი სამი თამაშით მოხსნეს, ასევე კვარაცხლია, რომელიც დააბრუნეს ისევ, შეიძლება ასე?!

ამ ყველაფერს, რომ ხედავს ინვესტორი, აბა, ის მოვა?!

ამაზე რომ ვსაუბრობ, ბევრი პირადად იღებს თავის თავზე. ერთმა ისიც თქვა, რომ ეს გორელი ხალხის შეურაცხყოფააო. მე ვერ გავაიგივებ დღევანდელ „დილას" გორელ ხალხთან და გულშემატკივართან. მე თავიდანვე ვუთხარი ხელმძღვანელობას, თუ გინდათ, რომ გორს კარგი გაუკეთოთ, ააშენეთ ინფრასტრუქტურა და მიხედეთ ბავშვთა ფეხბურთს. ამათ შენება დაიწყეს ბოლოდან და შედეგიც სახეზეა, ეს ხომ ყველამ იცოდა, რომ დროებითი იქნებოდა”.

ორიოდე სიტყვით, კოკაიამ აზერბაიჯანულ-ქართულ ჩემპონატის იდეაზეც თქვა. მისი აზრით, ძალიან კარგი იქნება, თუკი ეს პროექტი განხორციელდება.

ნანახია: 279 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: