11:00 PM
იგუაინი “არსენალს” თანდათან უახლოვდება



ესპანური და ინგლისური კლუბების ხელმძღვანელები, არგენტინელი თავდამსხმელის ტრანსფერის თაობაზე, მოლაპარაკებების გამართვას აგრძელებენ.

არსებული ინფორმაციით, "მეთოფეები” მზად არიან მადრიდელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ, მათ მიერ მოთხოვნილი 30 მილიონი ევრო გადაუხადონ. "სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობა, მზადაა ზემოაღნიშნული თანხის სანაცვლოდ, გონსალო იგუაინს შეელიოს. თუმცა ლონდონელები ფასის დაკლებაზე მუშაობენ.

როგორც ცნობილია, არგენტინელი მოთამაშის ყოველკვირეული ხელფასი "არსენალის” მაისურით თამაშის დროს, 150-170 ათასი ფუნტი სტერლინგი იქნება. იგუაინი ინგლისელთა შემოთავაზებით კმაყოფილია და მზადაა, უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ლონდონში გადაბარგდეს.

ბრიტანული მედიის თქმით, ტურინის "იუვენტუსი” გონსალოსთვის ბრძოლაში დანებდა. "ბებერი ქალბატონის” ხელმძღვანელობა, სამხრეთ ამერიკელი მოთამაშის ფინანსურ საკითხებს ვერ აკმაყოფილებს.

წყარო: Daily Mail

ნანახია: 318 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: