8:10 AM იეპესი “მილანს” ტოვებს | |
![]() კოლუმბიელი თავისი კარიერის მილანურ ეტაპს ასრულებს. "ახლა კონცენტრირების მოხდენა ახალი სეზონისათვის კარგ მომზადებაზე მინდა. სწორედ ამიტომ, "მილანთან” თანამშრომლობის გაწყვეტა გადავწყვიტეთ”. "როსონერიში” დარჩენა შემეძლო, თუმცა რეგულარული სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩენა არ მოვინდომე, რათა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ, კარგ ფორმაში ვიყო”, – განაცხადა იეპესმა. ცნობისათვის, 37-წლის მცველს კონტრაქტი დღეს ეწურება და ორივე მხარის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულება არ გახანგრძლივდება. იეპესი "მილანში” 2010-წლიდან ასპარეზობს, ამ დროის განმავლობაში, მან იტალიური გრანდის მაისური 38 შეხვედრაში მოირგო და თავი გატანილი ერთადერთი გოლით გამოიჩინა. წყარო: Football Italia | |
|
სულ კომენტარები: 0 | |