11:48 AM
იბრაჰიმოვიჩის რჩევა დე როსის




როგორც "რომას" ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ბალდინიმ განაცხადა, გამორიცხული არაა, დანიელე დე როსი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გავასხვისოთო. ბალდინის აქცენტი "მანჩესტერ სიტიზე" ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ ეს ინფორმაცია გაიგეს თუ არა პარიზში, "პსჟ" უმალ ამოქმედდა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველის გადასაბირებლად.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხას შესთავაზებენ პარიზელები რომაელებს დე როსის სანაცვლოდ. თუმცა, "პსჟს" უპირობო ლიდერმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დე როსის პსჟ-ში გადასვლა ურჩია.

"ამ ფეხბურთელის წინააღმდეგ არაერთხელ მითამაშია. იგი ნამდვილი მებრძოლია. სიმართლე გითხრათ, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ერთხელ მაინც ვიყოთ თანაგუნდელები. დე როსი ბავშვი არ არის და თავის სამომავლო საფეხბურთო კარიერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ყოველგვარი რჩევის გარეშე მიიღებს, მაგრამ მეგობრულად მინდა ვუთხრა, რომ პსჟ-ში თუ გადმოვა, ნამდვილად მოგებული დარჩება. ჯერ ერთი, აქ მას გაცილებით უკეთესი პირადი კონტრაქტი ექნება, ვიდრე "რომაში". გარდა ამისა, ტიტულებსაც აქ უფრო მოიგებს, ვიდრე თავის ამჟამინდელ გუნდში. ნებისმიერ შემთხვევაში, გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს, მაგრამ ისეთი გუნდები, როგორიცაა პსჟ-ა, ერთსა და იმავე წინადადებას ორჯერ არ აკეთებენ", - განაცხადა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.

ჯერჯერობით არც "სიტიში" და არც პსჟ-ში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია თავად დანიელე დე როსის.
 


ნანახია: 258 | დაამატა: RoM@N | ტეგები: იბრაჰიმოვიჩის რჩევა დე როსის | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: