10:45 PM
იბრაჰიმოვიჩი ტურინში საცხოვრებელ ბინას ეძებს



სავსებით შესაძლებელია, რომ საფრანგეთში ზლატანის ასპარეზობა მხოლოდ ერთწლიანი აღმოჩნდეს.

იტალიური პრესის ცნობით, "პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტურინის "იუვენტუსში” გადაბარგების ვარიანტს განიხილავს.

საქმე იმაშია, რომ მრავალ წყაროზე დაყრდნობით, ზლატანს საფრანგეთის ჩემპიონატში კარიერის გაგრძელება აღარ უნდა და თავის მეგობრებს ტურინში მისთვის საცხოვრებელი ბინის მოძებნა უკვე სთხოვა.

შეგახსენებთ, გასულ ზაფხულს შვედი ფორვარდი პარიზულ კლუბში "მილანიდან” 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. იბრაჰიმოვიჩი თავისი კარიერის განმავლობაში "იუვენტუსის” ღირსებას 2004-წლიდან 2006-წლამდე უკვე იცავდა.

ნანახია: 293 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: