9:40 PM იბრაჰიმოვიჩი “სიტიში”? | |
![]() არაა გამორიცხული, რომ შვედი ფორვარდი პრემიერ ლიგაში აღმოჩნდეს. როგორც Goal.com იუწყება, "მანჩესტერ სიტიმ” "პარი სენ ჟერმენთან” თავდამსხმელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით წინასწარი მოლაპარაკებები გამართა. "მან სიტისთვის” პრიორიტეტულ მიზნად "ნაპოლის” ფორვარდი ედინსონ კავანი რჩება, თუმცა, თუ "ცისფრები” მის შეძენას ვერ შეძლებენ, მაშინ შესაძლოა ზლატანი ჩაიგდონ ხელში. "ატლეტიკოს” ფორვარდი რადამელ ფალკაოც რჩება "მანჩესტერ სიტის” ინტერესების ქვეშ, თუმცა იგი "ჩელსიში” გადაბარგებას ანიჭებს უპირატესობას. ადრე იტყობინებოდნენ, რომ იბრაჰიმოვიჩით "მილანი” და "იუვენტუსი” ინტერესდებოდნენ. თუმცა, საეჭვოა შეძლებენ თუ არა ეს იტალიური კლუბები მისთვის წელიწადში ხელფასის სახით 13,6 მილიონი ევროს გადახდას – სწორედ ამდენს გამოიმუშავებს იგი "პსჟ”-ში. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |