10:27 PM იბრაჰიმოვიჩი “პსჟ”-ში დარჩენას კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე აპირებს | |
![]() შვედი თავდამსხმელი სამუშაო ადგილის შეცვლაზე არ ფიქრობს. "ფეხბურთის თამაშს იმდენი ხნის განმავლობაში ვაპირებ, რამდენსაც შევძლებ. იქამდე, სანამ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალა მეყოფა. ბოლომდე ვიბრძოლებ”. "რაც შეეხება "პსჟ”-ს, მაშინ გეტყვით, რომ ამ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება მაკავშირებს, რომლის ვადის ბოლომდე ამოწურვას ვაპირებ. კლუბის წინაშე ჩემს ვალდებულებას პატივს ვცემ, თუმცა ცხოვრებაში შესაძლოა ყველაფერი მოხდეს”, – განაცხადა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა. შეგახსენებთ, საფრანგეთის დედაქალაქში ედინსონ კავანის გადასვლის შემდგომ, პრესამ იბრაჰიმოვიჩის სხვა კლუბში გადაბარგების შესაძლებლობის განხილვა აქტიურად დაიწყო. წყარო: Goal.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |