1:54 PM იბრაჰიმოვიჩი და მინოლე – “ნაპოლის” ინტერესების სფეროში | |
![]() ნეაპოლელებს შვედ ფორვარდთან კონტრაქტის გაფორმება და "სანდერლენდთან” გოლკიპერების გაცვლა სურს. იტალიური გამოცემა La Repubblica იტყობინება, რომ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი წინააღმდეგი არაა "პარი სენ ჟერმენი” დატოვოს და იტალიაში დაბრუნდეს, სადაც შვედის შეძენით "ნაპოლი” ინტერესდება. "იუვენტუსის”, "მილანის”, "ინტერისა” და "ბარსელონას” ექს-ფეხბურთელის შეძენა ნეაპოლელებს ძვირი დაუჯდებათ, თუმცა ამ სუპერტრანსფერის განხორციელებისათვის აურელიო დე ლაურენტისი ძალიან მალე ფულს იშოვის – ძალიან მალე, კლუბი ედინსონ კავანის გაყიდის, რომელსაც 63 მილიონ ევროდ აფასებენ. გარდა ამისა, არაა გამორიცხული, რომ ნეაპოლელები "სანდერლენდთან” გოლკიპერებს გაცვლიან – "კატების” მთავარ მწვრთნელს პაოლო დი კანიოს საკუთარი გუნდის რიგებში 36-წლის მორგან დე სანტისის ხილვა სურს. თუმცა, სანაცვლოდ, "ნაპოლის” მაისურს 23-წლის ბელგიელი სიმონ მინოლე მოირგებს, რომელმაც გასულ სეზონში ინგლისის პრემიერ ლიგის ყველა 38-ივე მატჩში მიიღო მონაწილეობა. თუმცა, ამ გარიგებას ხელი შესაძლოა "ნაპოლის” ახალმა თავკაცმა რაფაელ ბენიტესმა შეუშალოს, რომელსაც, ვითომდა, დე სანტისის გაშვება არ უნდა. წყარო: La Reppublica | |
|
სულ კომენტარები: 0 | |