12:12 PM
იბრაჰიმოვიჩი 10-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. + ფოტო



"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამიერიდან ათნომრიანი მაისურით იასპარეზებს, იტყობინება პარიზული კლუბის ოფიციალური საიტი.

პარიზულ გუნდში 10 ნომერი ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველის ნენეს "ალ გარაფაში" წასვლის შემდეგ განთავისუფლდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზლატანი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში კვლავ 18-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, რადგან სწორედ ამ ნომრითაა იგი დარეგისტრირებული ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ოფიციალურ საიტზე.

იბრაჰიმოვიჩი 10-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. + ფოტო
ნანახია: 284 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: