5:56 PM
ია ია ტურე: "ჩვენ უნდა შევეცადოთ, მეტოქის შეცდომები მაქსიმალურად გამოვიყენოთ"




"მანჩესტერ სიტის" კოტდიუვარელ ნახევარმცველს, სურს დღეს მისმა გუნდმა, მანჩესტერულ დერბში იმარჯვოს.

ახლა "ქალაქელთა" მთავარი კონკურენტი, სამი ქულით წინ იმყოფება. ამიტომაც ტურეს უნდა, დაეწიოს სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებს, რათა ჩემპიონობისთვის ბრძოლა უფრო რეალური გახდეს.

"ჩვენ პატივს ვცემთ "იუნაიტედს", მაგრამ საკუთარ მოედანზე, დამაჯერებლად და წარმატების მისაღწევად უნდა ვითამაშოთ."-აცხადებს "სიტის" ნახევარმცველი.

"პირადად მე, ესეთი თამაშები ძალიან მომწონს, რადგან ჩემთვის დიდი გამოწვევაა. მე მაქვს ზეწოლის მოლოდინი, იმიტომ რომ ეს დერბის ერთ-ერთი ნაწილია."

"ეს იქნება ფანტასტიკური მატჩი. ჩვენ ველოდებით, რომ შეხვედრა რთული გამოდგება. "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშეები, ბევრი გოლის გატანას ეცდებიან, ამიტომაც ჩვენ მათი შეცდომებით მაქსიმალურად უნდა ვისარგებლოთ. ჩვენ არ მივცემთ თავს უფლებას, რომ საკუთარ კედლებში დავმარცხდეთ."-დაასრულა "ქალაქლთა" კოტდიუვარელმა ფეხბურთელმა.
 
ნანახია: 269 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: