11:13 AM
ჰოვარდ უები ესპანეთისა და იტალიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებას განსჯის



"კონფედერაციის თასის” მატჩების არბიტრების ვინაობა ცნობილია…

როგორც მოგეხსენებათ, 26 და 27 ივნისს გაიმართება "კონფედერაციის თასის” ნახევარფინალები. პირველ მათგანში ერთმანეთს ბრაზილია და ურუგვაი, ხოლო მეორეში კი ესპანეთი და იტალია დაუპირისპირდებიან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ფურია როხასა” და "სკუადრა აძურას” შორის გასამართ შეხვედრაში ბრიტანელი არბიტრი, ჰოვარდ უები იმსაჯებს, დამხმარე მსაჯები კი, მაიკლ მულარკი და დარენ კანი იქნებიან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სწორედ უებმა განსაჯა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, სადაც ერთმანეთს ესპანეთი და ჰოლანდია დაუპირისპირდა. ხოლო, ბრიტანელს მას შემდეგ "ფურია როხას” მატჩი არ განუსჯია. მანამდე კი, ესპანეთის მატჩში უები არბიტრად მოგვევლინა ისევ სამხრეთ აფრიკაში გამართულ "მუნდიალზე”, სადაც ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე შვეიცარიასთან 0-1 წააგო.

ბრაზილიასა და ურუგვაის დაპირისპირებას კი, ნაკლებად ცნობილი მსაჯი – ენრიკე ოზესი განსჯის.

წყარო: AS

ნანახია: 286 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: