9:53 PM ჰონდამ შესაძლოა “მან სიტისთან” ვერ ითამაშოს | |
![]() ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ მნიშვნელოვან მატჩში "ცსკა”-ს შესაძლოა ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა გამოაკლდეს, კეისუკე ჰონდას სახით. ვარჯიშის მიმდინარეობისას, იაპონელი კირილ ნაბაბკინს შეეჯახა, რის გამოც მუხლში ძლიერი ტკივილი იგრძნო, იუწყება რუსული გამოცემა ИТАР-ТАСС. ექიმებმა ფეხბურთელი მაშინვე გასინჯეს და სავარჯიშო სესიის ნაადრევად დატოვება ურჩიეს. ჰონდა ასეც მოიქცა და სტადიონი დატოვა, რათა დაზიანება არ გაერთულებინა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია ეს ტრავმა, სწორედ ამიტომ, რთულია იმის თქმა დაეხმარება თუ არა კეისუკე საკუთარ გუნდს "მან სიტისთან” გასამართ მატჩში. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჰონდამ სამი შეხვედრა ჩაატარა, თავი კი გატანილი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |