10:07 AM
ჰონდა: “მილანი” ერთადერთი ვარიანტი არაა”



შეგახსენებთ, 31 დეკემბერს იაპონელ მოთამაშეს რუსულ კლუბთან ხელშეკრულება უმთავრდება.

მოსალოდნელია, რომ ახალ წელს 27 წლის ნახევარმცველი "როსონერის” შემადგენლობას შეუერთდება. თუმცა, როგორც თავად ფეხბურთელი აცხადებს, ჯერ-ჯერობით არაფერია გადაწყვეტილი.

"მილანი” – ერთ-ერთი ვარიანტია, მაგრამ არა ერთადერთი. გადაწყვეტილების მიღების დრო აუცილებლად მოვა”, – აცხადებს კეისუკე ჰონდა.

"ჯერ-ჯერობით, რაც გადავწყვიტე მხოლოდ ისაა, რომ კონტრაქტის დასრულების შემდეგ მოსკოვის "ცე ეს კა”-ს აუცილებლად დავტოვებ”, – დაასრულა იაპონელმა მოთამაშემ.

შეგახსენებთ, გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ჰონდას თამაშით "მილანისა” და "ევერტონის” ხელმძღვანელები ინტერესდებოდნენ.

წყარო: Football Italy

ნანახია: 307 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: