1:16 PM
ჰოლტბი "ტოტენჰემში" გადადის




"დეზებმა" "შალკეს" ახალგაზრდა ფეხბურთელის გადაბირებისთვის ბრძოლა მოიგეს.

"ტოტენჰემა" "შალკეს" ნახევარმცველთან პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმა, რომლის თანახმადაც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ჰოლტბი "დეზების" რიგებში თავისუფალი აგენტის სტატუსით უნდა ჩაირიცხოს, რადგან მას გელზერკირხენულ კლუბთან კონტრაქტი ეწურება.

"მოხარულნი ვართ, რომ ლიუის ჰოლტბისთან შეთანხმებას მივაღწიეთ. ივლისში იგი ჩვენს გუნდში გაწევრიანდება",-წერია "ტოტენჰემის" ოფიციალურ თვითერზე.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის გადაბირება "დეზების" გარდა "არსენალსა" და "ლივერპულს" სურდათ.
 
ნანახია: 305 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: