როგორც ჩანს,გელზერკირხენელების ნახევარმცველს "ლივერპულში" თამაში სურს.
ბრიტანული მასმედია იტყობინება,რომ "შალკეს" ნახევარმცველმა ლიუის ჰოლტბიმ მიიღო გადაწყვეტილება,რომლის თანახმადაც,იგი გელზერკირხენელებთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.
მხარეები უკვე რამოდენიმე თვეა,რაც ახალი ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირეით მოლაპარაკებებს აწარმოებენ,თუმცა ეს მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა და ახლა 22-წლის ნახევარმცველი გელზერკირხენიდან აბარგებასთან ძალიან ახლოსაა.
მიმდინარე ხელშეკრულების თანახმად ჰოლტბის გერმანულ კლუბთან კონტრაქტი შემდეგი წლის ივნისში ეწურება,ასე რომ,უკვე ზამთარში ლიუისი შესაძლოა სხვა კლუბში ვიხილოთ.იტყობინებიან,რომ ჰოლტბის გადაბირების პირველი პრეტენდენტი "ლივერპულია",რომელიც უკვე კარგა ხანია,რაც გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს აკვირდება.