1:09 PM
ჰოლტბი: "არსენალი", "ტოტენჰემი" ან "ლივერპული"?




გელზერკირხენელების ნახევარმცველი 99%-იანი ალბათობით ნისლიან ალბიონზე გადაბარგდება.

ბრიტანული გამოცემა Goal.com წერს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "შალკეს" ახალგაზრდა ნახევარმცველი ლიუის ჰოლტბი შესაძლოა უკვე ზამთარში გადავიდეს პრემიერ ლიგაში, სადაც მისი გადაბირებით "არსენალი", "ტოტენჰემი" და "ლივერპული" ინტერესდებიან.

იტყობინებიან, რომ "ლივერპული" მზადაა "შალკეს" ჰოლტბის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართოს, თუმცა, თავად გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს "ტოტენჰემში" გადაბარგება სურს, რადგან ამჟამად "დეზები" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში "წითლებზე" წინ იმყოფებიან.

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმაც გამოთქვა ინტერესი ლიუისის მიმართ, თუმცა, ჯერჯერობით, "მეთოფეებს" გერმანული კლუბისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა, რომელიც მას კლუბთან მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება, თავად ჰოლტბი სეზონის დასრულებას "შალკეში" გეგმავს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა მის გაყიდვას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გეგმავს, რათა მისი ტრანსფერის სანაცვლოდ რაიმე თანხა მიიღოს.
 
ნანახია: 299 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: