7:46 PM
ჰიუზი დარწმუნებულია,რომ "ქპრ" არ გავარდება

ლონდონელების მთავარი მწვრთნელი მარკ ჰიუზი ჯერჯერობით კლუბის მფლობელების ნდობას ინარჩუნებს.

პრემიერ ლიგის მეშვიდე ტურის გამართულ მატჩში "ქპრ" სტუმრად "ვესტ ბრომვიჩთან" ანგარიშით 2:3 დამარცხდა,ამ მატჩის შემდეგ "რეინჯერები" სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილამდე დაქვეითდნენ,ჰიუზის გუნდს ჯერ მხოლოდ ორი ქულა აქვს მოპოვებული.

"ჩვენ ვიცით,რომ ძალიან კარგი გუნდი გვყვავს და პრემიერ ლიგაში დარჩენას შევძლებთ.დარწმუნებული ვარ,ძალიან მალე ბევრ გამარჯვებებს ვიზეიმებთ,თუმცა ამისთვის ძალიან ბევრი შრომაა საჭირო".

"მატჩის პირველი წუთები ძალიან კარგად უნდა ჩავატაროთ.დღეს ჩვენ მატჩის დასაწყისში ორი გოლი მივიღეთ და თამაშის შემოტრიალება ვეღარ შევძელით".

"დიახ,ჩვენ ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს ტრავმირებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით,ძირითადი შემადგენლობის ძალიან ბევრი ფეხბურთელი ტრავმირებულია,ვიმედოვნებთ,რომ უახლოეს პერიოდში ყველა ფეხბურთელი გამონჯამრთელდება და ვარჯიშს განაახლებს",-დაასრულა მარკ ჰიუზმა.

პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში "ქპრ" "ევერტონს" დაუპირისპირდება.
 

წყარო: BBC

ნანახია: 206 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ჰიუზი დარწმუნებულია, რომ ქპრ არ გავარდება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: